Logo

ტრამპი - მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა 

მსოფლიო
183
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს გადარჩენაში გადამწყვეტი როლი მისმა პოლიტიკამ ითამაშა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს ან კერძო პირს ნატოსთვის იმაზე მეტი არ გაუკეთებია, რაც თავად გააკეთა.

"არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა! ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა“, - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები