Logo

ტრამპი - მთავრობის მუშაობის შეჩერება სავარაუდოდ, გარდაუვალია

მსოფლიო
450
Frontnews image description

აშშ-ში ფედერალური მთავრობა მუშაობას შეაჩერებს, ეს სცენარი, სავარაუდოდ, გარდაუვალია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"არაფერია წინასწარ განსაზღვრული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს ალბათ, გარდაუვალია. მე არ მინახავს, ​​რომ ისინი (დემოკრატები) ოდნავ დათმობაზეც კი წავიდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ, თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრა ჩიხში შევიდა ჯანდაცვის სფეროში დემოკრატების მოთხოვნის გამო. დემოკრატი ლიდერები მოითხოვენ ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობის მუშაობის შენარჩუნების სანაცვლოდ. ტრამპი კი აცხადებს, რომ დემოკრატები ცდილობენ, "ჯანდაცვის მომსახურება არალეგალ მიგრანტებს მისცენ“.

Advertisement