ტრამპი - ორშაბათს პუტინს დავურეკავ, შემდეგ ზელენსკის, იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრები დააანონსა.
ის იმედოვნებს, რომ ეს საუბრები ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დავურეკავ. საუბრის თემა „სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის“ დასრულებაა, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან ვაჭრობის განხილვას გეგმავს.
"შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და შემდეგ მასთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან ვისაუბრებ“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროდუქტიული დღე იქნება.
"გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ყველა!“ - აცხადებს ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი