Logo

ტრამპი - პუტინი დათანხმდა ჩემ თხოვნას, კიევს და სხვა ქალაქებს ერთი კვირის განმავლობაში არ დაარტყას

უკრაინა
171
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან სთხოვა ვლადიმერ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაარტყას კიევს.

"მე პირადად ვთხოვე პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაარტყას კიევს და სხვა ქალაქებს, ვიდრე ძლიერი ყინვები შენარჩუნდება, ის ამას დათანხმდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ Financial Times-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ემზადებიან, აგრესორ ქვეყანას ენერგეტიკული ზავი შესთავაზონ აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დროს.

მისივე ცნობით, ეს წინადადება გულისხმობს მოსკოვის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას და კიევის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს და "ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებზე თავდასხმების შეწყვეტას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები