Logo

ტრამპი - პუტინი მოლაპარაკებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება

უკრაინა
165
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს "ძალიან სერიოზულად ეკიდება".

ეს განცხადება მედიასთან დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, რომ მიუთითებს თუ არა უკრაინის ბოლოდროინდელი დაბომბვა პუტინის მხრიდან მოლაპარაკებებისადმი არასერიოზულობაზე.

"არა, ის ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ვფიქრობ, უკრაინამაც განახორციელა ძლიერი თავდასხმები და მე ამას ნეგატიურად არ ვუყურებ; ალბათ, ეს იყო ის, რაც მათ სჭირდებოდათ“, - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთში ხმამაღალი აფეთქებები გაისმა და "ეს ალბათ, უკრაინიდან მოდიოდა“.

ამასთან, ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ის პუტინთან კიდევ ერთხელ დარეკვას აპირებს

"ამ შეხვედრის შემდეგ პუტინსაც დავურეკავ და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ", - განაცხადა მან ზელენსკისთან ერთად შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, "ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება“, უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმება კი "ძლიერი იქნება".

"არავინ იცის, რას შეიცავს უსაფრთხოების შეთანხმება. მაგრამ შეთანხმება იქნება - და ის ძლიერი იქნება... ეს იქნება ძლიერი შეთანხმება და ევროპული ქვეყნები ჩაერთვებიან“, - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები