ტრამპი - პუტინი სიამოვნებით გამართავდა შეხვედრას აშშ-ის გარდა, ნებისმიერ ადგილას


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინს შეხვედრა, აშშ-ის გარდა, ნებისმიერ ადგილას სურდა.
ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სამი დღეა, ყალბი მედია ავრცელებს ინფორმაციას“, რომ პრეზიდენტმა „დიდი მარცხი განიცადა“, როდესაც ვლადიმერ პუტინს აშშ-ში შეხვედრის ჩატარების უფლება მისცა.
"სინამდვილეში, ის სიამოვნებით გამართავდა შეხვედრას, აშშ-ის გარდა, ნებისმიერ ადგილას და ყალბმა მედიამ ეს იცის. ეს იყო დავის მთავარი საგანი! შეხვედრა სხვაგან რომ ჩაგვეტარებინა, დემოკრატების მიერ კონტროლირებადი მედია იტყოდა, რომ ეს საშინელი იდეა იყო“, – წერს ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს