ტრამპი - პუტინმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რაც დიდად არ ჟღერს, მაგრამ ბევრია, როდესაც იცი, საიდან დავიწყეთ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა "დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს".
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა გაიხსენა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მძიმე დანაკარგები ბრძოლის ველზე.
"ვფიქრობ, რომ დიდი გზა გავიარეთ და შესაძლოა, რაღაც მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ ასეც იქნება. როგორც იცით, პუტინმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რაც დიდად არ ჟღერს, მაგრამ ბევრია, როდესაც იცი, საიდან დავიწყეთ“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მანამდე სამი წლის განმავლობაში არავის უსაუბრია პუტინთან.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ უნდა მომხდარიყო.
"ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ დაღუპულთა რეალურ რაოდენობას. ის გაცილებით მაღალია. მე მჯერა, რომ ბევრჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.
ცოტა ხნის წინ, პუტინმა "ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო" "გამარჯვების დღის“ 80 წლისთავის აღსანიშნავად ომში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
სავარაუდოდ, ის 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში რუსული მხარე "ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას“ აცხადებს.
ამავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის "თუნდაც დღეიდან“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია მზად იქნება სარკისებური ნაბიჯების გადადგმისთვის.
პასუხად, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სამდღიანი ზავი "კიევის მზადყოფნის გამოცდაა“ გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ირაკლი ალადაშვილი – ტრამპის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს

კელოგი – სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა აბსურდულია, ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღე უნდა გაგრძელდეს

რომან გოცირიძე – პუტინმა მორიგი დესანტი გადმოსხა კავკასიაში, მაგრამ იმედია, არ გაუვა ის, რაც საქართველოში გააკეთა