Logo

“ტრამპი პუტინს მხოლოდ უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შემდეგ შეხვდება”

უკრაინა
01.12.2018 / 00:23
Frontnews image description

ბუენოს-აირესი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების დონადლ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, მხოლოდ რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების და გემების შემდეგ შეიძლება გაიმართოს.

 

ამის შესახებ პომპეომ დიდი ოცეულის ფარგლებში CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც არგენტინის დედაქალაქში იმართება.

 

პომპეოს განცხადებით, “ტრამპმა გადაწყვიტა, რომ სწორი იქნება თუ ვეტყვით რუსებს: დააბრუნონ მეზღვაურები, დააბრუნონ უკრაინული ტექნიკა, ადამიანები თავიანთ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ”.

 

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დააბრუნოს უკრაინული გემები და გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები იქამდე, ვიდრე ადმინისტრაცია ტრამპის და პუტინის პირისპირ შეხვედრის გამართვის საკითხს განიხილავს”, – წერს CNN.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები