Logo

ტრამპი - პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, თუმცა ძალიან გაუჭირდება

უკრაინა
276
Frontnews image description

ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, თუმცა ეს მას ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მაგრამ პუტინმა უკვე იცის, როგორ აარიდოს თავი მათ.

ტრამპი გაკვირვებულია, რომ მას "მასთან კარგი საუბრები ჰქონდა, რომლის დროსაც შეეძლოთ ამ სიტუაციის დასრულება, მაგრამ მოულოდნელად ბომბები ცვენა დაიწყო“.

"ის აშკარად კერკეტი კაკალია, ამიტომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა... სამჯერ ყველაფერი გამოვიდა და შესაძლოა, მას სურს ყველაფრის (უკრაინის) ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, მისთვის ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

ივლისში დონალდ ტრამპმა მკაცრად დაგმო კრემლის ქმედებები უკრაინის მასიური დაბომბვის გამო და პუტინს 50 დღე მისცა მშვიდობის მისაღწევად. მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, ის დაემუქრა სანქციებით რუსეთის ნავთობის მყიდველ ქვეყნებს, ასევე დააანონსა ახალი შეზღუდვები თავად რუსეთის წინააღმდეგ.

თუმცა, 29 ივლისს, ტრამპმა მოულოდნელად შეამცირა ვადა 10 დღემდე და ახალ "ბოლო ვადად“ 8 აგვისტო დააწესა.

საპასუხოდ, კრემლმა გამოაცხადა სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელების განზრახვა და ასევე დაემუქრა შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით. ამის მიუხედავად, 31 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება - სავარაუდოდ, დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მიზნით.

Advertisement