Logo

ტრამპი - პუტინს შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს

უკრაინა
156
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.

მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.

"კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

"მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, პუტინს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც რუსეთი სავარაუდოდ, დათანხმდება.

„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – განაცხადა ტრამპმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები