
ავტორი
Front News საქართველო
მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ჯეი დი ვენსთან ერთად მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის მადლით”, – აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებით, დემოკრატებმა არც კი იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.
“მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემა აქვთ. ნომერ პირველი – მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის კანდიდატი. ეს არის პრობლემა, თუმცა ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება იმიგრაციის საკითხს დაუთმო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც კვლავ აღნიშნა, რომ აშშ-ში კრიმინალები შედიან.
“როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა. მიჩიგანში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.
13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო.
თაგები:
დონალდ ტრამპი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს