Logo

ტრამპი - რუსეთს შეთანხმება სურს და ზელენსკისაც მოუწევს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესანიშნავ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს

უკრაინა
180
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტისგან ვოლოდიმირ ზელენსკისგან, სამშვიდობო პროცესის კონტექსტში მოქმედებას ელის.

"ზელენსკის ქმედებების განხორციელება მოუწევს. რუსეთს შეთანხმება სურს და ზელენსკისაც მოუწევს მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესანიშნავ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს“, - განაცხადა ტრამპმა.

უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. ამ ხნის განმავლობაში მოსკოვს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები