ტრამპი - რუსეთს სურს მთელი უკრაინა, მაგრამ დათმობა მოუწევს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს არ ყოფნის ომის დროს უკვე დაკავებული უკრაინის ტერიტორიები, მოსკოვი ცდილობს უკრაინის სრულად დაპყრობას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Meet the Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთს მთელი უკრაინის დათმობა მოუწევს, რადგან ახლა რაც რუსეთს სურს - არის მთელი უკრაინა. მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს არ სურს ის ტერიტორია, რომელიც ახლა აქვს. რუსეთს მთელი უკრაინა სურს. და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ ბრძოლას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს ვლადიმერ პუტინთან დარეკვა.
"იმიტომ, რომ მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ რუსეთი მთელი უკრაინის მიტაცებას არ აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ თავიანთი სამხედრო მიზნების სრულად რეალიზებას.
თაგები:
დონალდ ტრამპი