ტრამპი "საჭიროების შემთხვევაში" პუტინთან და ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, "საჭიროების შემთხვევაში" უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, - ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მის განცხადებაზე, რომელშიც ის პუტინს „ძალიან ცუდი რაღაცებით“ დაემუქრა და განაცხადა, რომ ის "ცეცხლს ეთამაშება".
ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთისთვის ომის არდასრულების შემთხვევაში შესაძლო შედეგების დაკონკრეტებაზე.
როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ დაუწესა სანქციები რუსეთს, ტრამპმა უპასუხა, რომ არ სურდა სამშვიდობო შეთანხმების შანსების "გაფუჭება" და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ზელენსკისთან და პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს