
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, შესანიშნავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ტულსი გაბარდის მოადგილე დაინიშნება.
"მის შესანიშნავ მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა და მას სამართლიანად სურს მასთან ყოფნა, რათა დაეხმაროს ჯანმრთელობის აღდგენაში, რადგან ისინი ამჟამად ერთად რთულ ბრძოლაში არიან ჩართულნი. ეჭვი არ მეპარება, ის მალე გამოჯანმრთელდება. ტულსიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და ის მოგვენატრება. მისი უაღრესად პატივცემული ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილე აარონ ლუკასი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება“, – წერს ტრამპი.
ტულსი გაბარდმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მეუღლის სიმსივნის დიაგნოზი დაასახელა.
თაგები:
დონალდ ტრამპი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს