ტრამპი – სერიოზულად განვიხილავ დიდ მასშტაბურ სანქციებს და ტარიფებს რუსეთის წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შემოღებას განიხილავს. ასევე განიხილება რუსულ საქონელზე ტარიფების შემოღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“მკაცრად განვიხილავ დიდი მასშტაბის საბანკო სანქციების, სანქციების და ტარიფების დაწესების შესაძლებლობას, ვიდრე არ შეწყდება ცეცხლი და არ იქნება საბოლოო შეთანხმება მშვიდობის შესახებ”, – განაცხადა ტრამპმა.
მან მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს, ახლავე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, “ვიდრე ძალიან გვიანი არ არის”.





