Logo

ტრამპი - შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის

მსოფლიო
44
Frontnews image description

აშშ-ს იარაღის საკმარისი მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის.

"ომები შეიძლება "უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ.

მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი - ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის "ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები