Logo

ტრამპი - შეიძლება ხარგის კუნძული ავიღოთ, შეიძლება არა, ადვილად შეგვიძლია მისი აღება

მსოფლიო
51
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს "ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება“ და შესაძლოა, ექსპორტის ცენტრის ხარგის კუნძულზე კონტროლი აიღონ.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი საყვარელი ვარიანტი ირანული ნავთობის აღებაა, თუმცა შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სულელი მეკითხება: "რატომ აკეთებ ამას?“, ისინი სულელები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც Financial Times განმარტავს, ასეთი ნაბიჯი გულისხმობს ხარგის კუნძულის დაკავებას, რომლის გავლითაც ირანის ნავთობის დიდი ნაწილი გადის. თუმცა, თავდასხმა სარისკო იქნება, რაც, სავარაუდოდ, ამერიკელების დანაკარგებს გაზრდის და ომს გახანგრძლივებას.

"შეიძლება ხარგის კუნძული ავიღოთ, შეიძლება არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ გარკვეული ხნით (ხარგის კუნძულზე) მოგვიწევს დარჩენა... არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვითი მექანიზმები ჰქონდეთ. ჩვენ ადვილად შეგვიძლია მისი აღება“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, ირანის ნავთობის წარმოების ჩამორთმევის მუქარის მიუხედავად, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღებად ვადა 6 აპრილამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმებით ემუქრება.

როდესაც ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, ტრამპმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა: "ჩვენ დაახლოებით 3000 სამიზნე დაგვრჩა - უკვე 13000-ს მივაღწიეთ და კიდევ რამდენიმე ათასია დარჩენილი. შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება".

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ 10 ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში გასვლის ნებართვა მისცა, ახლა კი გემების რაოდენობა გაორმაგდა და 20-მდე გაიზარდა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ალი ხამენეის და სხვა თანამდებობის პირების მკვლელობის შემდეგ ირანში უკვე მოხდა "რეჟიმის ცვლილება“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს სრულიად განსხვავებული ჯგუფის ხალხია“ და რომ ისინი "ძალიან პროფესიონალები" ​​არიან.

დასასრულს, მან აღნიშნა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს ან მძიმედ არის დაჭრილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები