ტრამპი - თუ ეს ხელს შეუწყობს თვეში 25 000 სიცოცხლის გადაარჩენს, მზად ვიქნები ამის გასაკეთებლად

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ეწვიოს უკრაინას, თუ ეს აუცილებელი იქნება მშვიდობისთვის.
ამის შესახებ ტრამპმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მარ-ა-ლაგოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
კერძოდ, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინაში ჩავიდეს მშვიდობის მისაღწევად.
"მინდა შეთანხმება დავდო და არა აუცილებლად წასვლა... მაგრამ თუ ეს ხელს შეუწყობს, თვეში 25 000 სიცოცხლის გადაარჩენს ან რამე სხვა, მე აუცილებლად მზად ვიქნები ამის გასაკეთებლად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი არასდროს ყოფილა უკრაინაში, არც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, 2017 წლიდან 2021 წლამდე და არც ამჟამინდელი ვადის განმავლობაში.
მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, კიევში 2023 წლის 20 თებერვალს ჩავიდა, სრულმასშტაბიანი ომის დროს, მოულოდნელი ვიზიტით. მანამდე, ის უკრაინას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ექვსჯერ ეწვია, 2009 წლიდან 2017 წლამდე.
თაგები:
დონალდ ტრამპი




