Logo

ტრამპი - თუ მშვიდობა იქნება, ის გრძელვადიანი იქნება, ჩვენ არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე

უკრაინა
359
Frontnews image description

რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება დიდი ხნის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს. ეს სავსებით შესაძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, ყველასთან და უზრუნველვყოფთ, რომ თუ მშვიდობა იქნება, ის გრძელვადიანი იქნება... ჩვენ არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე და შემდეგ ისევ ამ არეულობაში აღმოვჩნდეთ“, - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ის იმუშავებს.

"ვფიქრობ, თუ მშვიდობის მიღწევას შევძლებთ, ყველაფერი გამოვა. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა მან.

Advertisement