ტრამპი - თუ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მშვიდობა მალე დადგება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან წარმატებული შეხვედრა მშვიდობას დააახლოებს.
ტრამპს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა პუტინთან შეხვედრის შედეგად სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეერთებული შტატების გამარჯვებად ჩაითვალოს.
პასუხად, პრეზიდენტმა კითხვას "არც ისე კარგი“ უწოდა.
"ვიტყოდი, რომ ხვალ ყველაფერი, რაც მინდა, არის შემდეგი შეხვედრისთვის (უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით) მომზადება, რომელიც მალე უნდა ჩატარდეს. მსურს, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდეს, ამ შეხვედრის შემდეგ მალევე“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მას სურს, რომ ასეთი შეხვედრა ალასკაზე გაიმართოს, სადაც ის და პუტინი დარჩებიან, ეს ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა.
"ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. გავარკვევთ, რა პოზიცია აქვს ყველა მონაწილეს. და პირველი ორი, სამი, ოთხი თუ ხუთი წუთის განმავლობაში გავიგებ, წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი შეხვედრა. და თუ შეხვედრა ცუდი იქნება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება. და თუ შეხვედრა კარგი იქნება, უახლოეს მომავალში მშვიდობას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს