ტრამპი – უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს, როგორც ომის დასრულების საშუალებას.
“მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ – შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატო. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ამ მიზეზით, დაიწყო ეს ყველაფერი [უკრაინასთან რუსეთის ომი]” – აღნიშნა მან.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება გააკეთოს დათმობები უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებებში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა დათმობაზეა საუბარი.
”დიახ, ის წავა დათმობებზე, ის იძულებული იქნება. მე ვფიქრობ, მე მჯერა, რომ არჩევნებში ჩვენი გამარჯვების წყალობით, ეს ომი დასრულდება. მე ასევე მჯერა, რომ თუ ჩვენ არ მოვიგებდით, თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა, ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და მას (პუტინს) სურს აიღოს ყველაფერი”, – განაცხადა ტრამპმა.
მან კვლავ გაიმეორა, რომ მალე აპირებს პუტინთან შეხვედრას და იმედოვნებს, რომ შეთანხმდებიან ომის დასრულების შესახებ.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს