ტრამპი - უკრაინელებს შეუძლიათ გამარჯვება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს, თუმცა ამის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
ეს განცხადება მან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"მათ (უკრაინელებს) ჯერ კიდევ შეუძლიათ გამარჯვება. არა მგონია, რომ გაიმარჯვონ, მაგრამ მაინც შეუძლიათ გამარჯვება. მე არასდროს მითქვამს, რომ გაიმარჯვებენ. მე ვთქვი, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ომი "ძალიან უცნაური რამ“ არის - "ბევრი კარგი და ცუდი რამ ხდება“.
"თუ ახლო აღმოსავლეთს შეხედავთ, ვიტყოდი, რომ სანამ ირანს ასე ძლიერად დავარტყამდით, ვერასდროს შევძლებდით ამ შეთანხმების დადებას, მათ ბირთვულ შესაძლებლობები ჩამოვართვით, რაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაცია იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა