Logo

ტრამპი - უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, დროის ფუჭად კარგვას არ ვაპირებ

უკრაინა
174
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა კვლავ შეხვდეს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნება, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ.

როგორც ცნობილია, ტრამპმა ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრა გააუქმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი კრემლის არსებითად უცვლელი პოზიცია იყო ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უშედეგოდ შეხვედრა არ სურდა.

დღეს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რომ მან სამიტი დაგეგმოს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მივაღწევთ შეთანხმებას [უკრაინაში ომის დასასრულებლად]. დროის ფუჭად კარგვას არ ვაპირებ. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს ძალიან იმედგაცრუებული იყო. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა შეთანხმება, რომელიც უკვე დავდე, ვფიქრობდი, რომ უფრო რთული იყო, ვიდრე რუსეთთან და უკრაინასთან. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი სიძულვილია.

Advertisement