ტრამპი ვენესუელას ულტიმატუმს უყენებს - რას მოითხოვს თეთრი სახლი მადუროსგან


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელას მოუწოდებს, დაიბრუნოს პატიმრები და თუ ვენესუელა ამას არ გააკეთებს, მაშინ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.
"გვინდა, რომ ვენესუელამ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა პატიმარი და ხალხი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რაც ყველაზე ცუდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მოიცავს, რომლებიც ვენესუელის „ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა და მოკლულიც იქნა, ამ „მონსტრების” მიერ.
მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან ახლავე, თორემ ფასი, რომელსაც გადაიხდით, წარმოუდგენელი იქნება!” – წერს ტრამპი.
შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის ურთიერთობები ყოველთვის ცუდი იყო, თუმცა ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის არასაკმარის ძალისხმევაში დაადანაშაულა.
ამავდროულად, ტრამპმა ხელი მოაწერა საიდუმლო დირექტივას, რომელიც ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ოპერაციების უფლებამოსილებას იძლევა - თუ აშშ-მა ისინი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
ამჟამად, კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია სამი გამანადგურებელი, ბირთვული წყალქვეშა ნავი, მართვადი რაკეტების კრეისერი, სადესანტო გემები და დაახლოებით 4500 სამხედრო მოსამსახურე. ნარკოტიკებით ვაჭრობის ნავებზე უკვე განხორციელდა რამდენიმე დარტყმა, ხოლო ვენესუელამ აშშ-ის გემების წინააღმდეგ საჰაერო პროვოკაცია განახორციელა.
ვენესუელის დიქტატორმა მადურომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს