ტრამპი - ვიფიქრებ ხვალ სტამბოლში ჩასვლაზე


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ გამორიცხავს.
"ვიცი, რომ პუტინს სურს, ჩავიდე სტამბოლში. ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება. მე ამაზე დავფიქრდები. ესაა ომის დასრულების შესაძლებლობა. ხვალინდელი დღე დაკავებული გვაქვს სრულად, მაგრამ მე მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რომ გადავარჩინო სიცოცხლეები“, – განაცხადა ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს