ტრამპი - ზელენსკი მამაცი ადამიანია და სასტიკ ბრძოლაშია

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
"ის მამაცი ადამიანია და სასტიკ ბრძოლაშია“, – წერს დონალდ ტრამპი.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მას უფრო მეტად ენდობა და ესმის, რომ პუტინის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თაგები:
დონალდ ტრამპი




