Logo

ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა, ჩამონათვალში საქართველოც არის

პოლიტიკა
03.04.2025 / 10:02
Frontnews image description

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

სხვადასხვა ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ასეთია: ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდა, ინდოეთს – 26%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, მოლდოვას – 31%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, კამბოჯას – 49%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შრი-ლანკას – 44%-იანი და ა.შ.

საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ასევე უკრაინას აშშ-მა 10%-იანი ტარიფი დაუწესა.

ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი და დიდ ბრიტანეთს 10%-იანი ტარიფები დაუწესა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტარიფები აშშ-ის ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აღმოჩნდა სიაში, რადგან აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უკვე “გამორიცხავს რამე მნიშვნელოვან ვაჭრობას“. როგორც ლევიტმა აღნიშნა, მათ მიმართ არსებული გადასახადები და სანქციები უკვე „ძალიან მაღალია“.

ამასთან, ლევიტის თქმით, რუსეთი შეიძლება, კვლავ დადგეს „დამატებითი მკაცრი სანქციების“ წინაშე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები