ტრამპმა განმარტა, რატომ არ სურს პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინს არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, რადგან ის მას არ მოსწონს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"იმიტომ, რომ მას (პუტინს) ის (ზელენსკი) არ მოსწონს. მას ის არ მოსწონს. მყავს ადამიანები, რომლებიც არ მომწონს. მათთან შეხვედრა არ მომწონს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ ზელენსკის ასევე არ მოსწონს პუტინი.
მისივე თქმით, მას მიაჩნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ყველაზე იოლი იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს მასშტაბური პირადი კონფლიქტიც.
"მეგონა, რომ ყველაზე იოლი იქნებოდა რუსეთის და უკრაინის ომის შეჩერება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მასშტაბური პერსონალური კონფლიქტები, მაგრამ ჩვენ ამას დავასრულებთ დროთა განმავლობაშია“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს