Logo

ტრამპს "მშვიდობისმყოფელობას" კიდევ ერთი ქვეყანა სთხოვს

მსოფლიო
233
Frontnews image description

სამხრეთ კორეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგში შუამავლობა გასწიოს და რეგიონში სამხედრო დაძაბულობა შეამციროს.

ტრამპს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა, რომ კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებებში დააბრუნოს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპმა ეს შეთავაზება მიიღო და "გამოთქვა მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეასთან კვლავ თანამშრომლობისთვის“, თუმცა თეთრ სახლს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში ინაუგურაციის დროს განაცხადა, რომ მას სურს "მშვიდობისმყოფელის“ მემკვიდრეობა დატოვოს.

ტრამპმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ მან "ექვსი ომი შეაჩერა" და სურს რუსეთის ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ.

 

Advertisement