ტრამპი - ევროპას მოუწევს უკრაინის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიების უზრუნველყოფა, მაგრამ აშშ ასევე მიიღებს მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
ევროპას მოუწევს უკრაინის უსაფრთხოების "მნიშვნელოვანი" გარანტიების უზრუნველყოფა, მაგრამ შეერთებული შტატები ასევე მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"უპირველესი ისაა, რომ ევროპა უკრაინას მისცემს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ისინი იქვე არიან, მაგრამ ჩვენც ვიქნებით ჩართულები. ჩვენ ვიქნებით ზურგის გამაგრების თვალსაზრისით, ჩვენ მათ დავეხმარებით.
მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და მგონია, რომ მივაღწევთ, მაშინ არ გვექნება პრობლემა, ჩვენ ამას ზურგს გავუმაგრებთ, რადგან მე მინდა, ვიხილო, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შესაძლო განმეორებითი შეჭრა.
ამავდროულად, Politico-ს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ მინიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში.
ამავდროულად, CNN-მა, წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ აშშ-ს შეუძლია თავისი პილოტები უკრაინაში საჰაერო მისიებისთვის გაგზავნოს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერა არ გამორიცხა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს