Logo

ტრამპი - ორ კვირაში რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ

უკრაინამსოფლიო
141
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით "ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“ მიიღებს, თუ ომი არ შეწყდება.

"ვფიქრობ, ორ კვირაში გავიგებ რუსეთის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინის დამოკიდებულებას (მოლაპარაკებების მიმართ). ამას ორი სჭირდება“, - განმარტა მან თავისი პოზიცია.

როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს სთხოვეს, დაეზუსტებინა, რას გააკეთებს ის, როდესაც მის მიერ მითითებული ორი კვირა ამოიწურება, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ იქნება.

„ვფიქრობ, მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ რას გავაკეთებთ. და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ან ეს იქნება ფართომასშტაბიანი სანქციები, ან ფართომასშტაბიანი ტარიფები, ან ორივე ერთად. ან არაფერს გავაკეთებ და ვიტყვი „ეს თქვენი ომია“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ შემდგომში გადაწყვეტს, ვის დააბრალოს სამშვიდობო პროცესის ჩაშლა.

„თუ ამისთვის მიზეზები არსებობს, მე გავიგებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Advertisement