“წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის “ტიტუშკები” ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს”


ავტორი
Front News საქართველო
ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, “ოცნების ტიტუშკები” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ. წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის “ტიტუშკები” ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.
„ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, “ოცნების ტიტუშკები” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.
მარიამის თქმით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა – ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს.
”ქართული ოცნება” მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული!
მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა