Logo

ცაგერის მუნიციპალიტეტში 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

Frontnews image description

ცაგერის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმის გამო, მთის ფერდობი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა გადაკეტა. გარესამყაროს 10 ოჯახია მოწყვეტილი. 

უამინდობა მძიმე ტექნიკას და ადგილობრივ ხელისუფლებას ხელს უშლის, გაწმინდონ დიდი რაოდენობით ჩამოსული მეწყრული მასა. 

"ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელი ღუ არის მოწყვეტილი გარესამყაროს, სადაც 10 ოჯახია. მათ ელექტროენერგია და წყალმომარაგება უწყვეტად მიეწოდებათ. გუშინ მოხდა მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებაც, აგრეთვე მუდმივ კონტაქტში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩართულია როგორც ადგილობრივი, ასევე სამხარეო ხელისუფლება, სამაშველო და ყველა სპეციალური სამსახური. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალურ გზაზე, სადაც ხედავთ, რომ მეწყრის ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, ტექნიკა მობილიზებულია, აქვე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც გეგმავენ ალტერნატიული შემოვლითი გზის გაკეთებას", – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ. 

მისივე თქმით, უახლოესს პერიოდში, ცაგერის მუნიციპალიტეტს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც დაეხმარება, რათა დროულად მოხდეს გზის გათავისუფლება.

თაგები:

Advertisement