
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან ფიფიას ბანერს, რომელიც ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე იბრძვის, წითელი საღებავი შეასხეს.
მომხდარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გამოეხმაურა და ხვალ აქცია დააანონსა.
გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან მმართველი გუნდის მიერ წახალისებული ჯგუფები დგანან.
“ჩვენი ხელისუფლებისთვის, “ქართული ოცნებისთვის” ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ომში უკრაინის დამარცხება და ის ახალისებს ჯგუფებს, რომლებიც ქალაქებში, ქუჩებში ამ უღირსი მეთოდებით ებრძვიან თავისუფლების იდეას.
მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს. უღირსი მეთოდებით საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, რომ მათ თავისუფლებას შეაქციონ ზურგი, “ქართულ ოცნებას” არ გამოუვა”, – აცხადებს ხარჩილავა.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს