
ავტორი
Front News საქართველო
ჭადრაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატზე, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, 7 წლის ანდრია სარიამ საპატიო II ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ ნორჩ მოჭადრაკეს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
დღესვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჟორა მზარელუას სახელობის საჭადრაკო სკოლას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია სტუმრობდა, რომელმაც ჭადრაკის სახლში საჭადრაკო რობოტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეთოდების დანერგვაა.
შეხვედრაზე წალენჯიხის მერთან ერთად, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორი ლუსო კვარაცხელია იმყოფებოდნენ.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს