
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიამ, მერის მოადგილეებმა ბესიკ ფარცვანიამ და გიორგი კვარაცხელიამ მუნიციპალიტეტში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე დაწესებულებების ქალ-თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "საქართველოს კლინიკების" წალენჯიხის კლინიკის, ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული და ქალაქ ჯვარის განყოფილების თანამშრომელ ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და მერმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
"ყველა ქალბატონს დიდი პატივისცემით ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. განსაკუთრებულია ქალის როლი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს", - განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს