
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გზების გასაწმენდად მობილიზებულია 20 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს შეასრულებს როგორც მუნიციპალური, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა.
მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირების მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი: 599647050; 599857197.
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად შექმნილია ჯგუფები მერის წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, რათა ელექტროსადენების დაზიანებების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება მოხდეს.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს