წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შეხვედრები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
შეხვედრები დღეს,18 თებერვალს, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე - ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გივი კაჭარავა და ბაკურ სონგულია, საკრებულოს წევრები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით უბნების მიხედვით შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება, გარე-განათებების მოწყობა,წისქვილის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ასევე მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც პრიორიტეტებად საფეხბურთო მოედნის მოწყობა, სასმელი წყლის ავზის შეძენა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება, გარე-განათებების მოწყობა და საბავშვო ბაღისთვის გაზქურის შეძენა დასახელდა.
საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
თაგები:
წალენჯიხა








