
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს.
სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.
წალენჯიხის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. საკრებულოში “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალური მოძრაობას” თანაბარი რაოდენობის 11/11-ზე დეპუტატები ყავთ, გიორგი გახარიას პარტიას 3 დეპუტატი, 1-კი “ლელოს”.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩეული მერი ოპოზიციური პარტიიდანაა.
კორნელი სალია 2008-2013 წლებში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2004 წლიდან სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, უფრო ადრე – 1996-1999 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამხედრო მრჩეველი, 1999 -2004 წლებში კი შსს სახელმწიფო სასაზღვრე ძალების შტაბის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს