წალენჯიხის სოფელ მედანში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს, არსებული ინფორმაციით, წაღებულია 17 ათასი ლარი


ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში შეიარაღებულმა პირებმა გუშინ ღამით ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს, სახლის მეპატრონეებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.
თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.
თაგები:
წალენჯიხა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს