Logo

“ცალკე გამოსვლის ამოცანა და ყველამ თავისი ელექტორატის მოქაჩვის ამოცანა უფრო პრიორიტეტულია”

საზოგადოება
729
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მათი სახით მესამე ძალის არსებობა, რათა რეალობა შეიცვალოს. 

"ყველაფერს გააკეთებს "სტრატეგია აღმაშენებელი", რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გააკეთოს ასე ვთქვათ მესამე არჩევანი. ანუ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი. ცალკე გამოსვლის ამოცანა და ყველამ თავისი ელექტორატის მოქაჩვის ამოცანა უფრო პრიორიტეტულია, ვინაიდან ხელისუფლების ცვლილებას იწვევს ავტომატურად, ვიდრე სოფლის მაჟორიტარის ვიღაცის გაყვანა. 

არ შეიძლება დედაქალაქში უჭერდე მხარს ოპოზიციის მთავარ კანდიდატს და პრეტენზია გქონდეს განსხვავებული მესამე ცენტრის არსებობაზე. ეს ორი შეუთავსებელია ერთმანეთთან. მელიას და ნებისმიერ კანდიდატს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყვეკლაფერი იმისთვის, რომ ისეთი სტრატეგია ავირჩიოთ შევცვალოთ რეალობა", – აცხადებს მანჯგალაძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები