“ცარიელი ხელები აქვს ოპოზიციას, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში”

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე აცხადებს, ხელისუფლება ბრიუსელში სავსე ხელებით მიდის.
„პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


