
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პერსონალური კომპიუტერით 28 წარმატებული მოსწავლე დააჯილდოვეს.
მერმა მადლობა გადაუხადა წარჩინებულ მოსწავლეებს, პედაგოგებს და მოსწავლეთა მშობლებს.
პერსონალური კომპიუტერები გადასცეს ქალაქის N I, II, IV საჯარო სკოლების, ქვიტირის, გეგუთის, ტყაჩირის, ცხუნკურის, სორმონის და მესხეთის სკოლების მოსწავლეებს.
საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს