Logo

"წარმოადგინეთ ზომები ადამიანების და ბიზნესის დასაცავად" - ზელენსკიმ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა

უკრაინა
159
Frontnews image description

მთავრობა პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინაში ენერგეტიკული სიტუაციის სტაბილიზაციაზე და რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს მკაფიო სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ბიზნესთან მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას გენერაციისა და არსებული ელექტროენერგიის მოხმარების გადანაწილებასთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეებმა ნამდვილად იგრძნონ სიტუაციის სტაბილიზაცია.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს დამატებითი დახმარების პროგრამები ადამიანებისთვის და უპასუხოს ოფიციალური პირებისთვის დასმულ ყველა კითხვას.

"ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მთავრობა. ხვალ ველოდები ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კონკრეტულ, მკაფიო ჩამონათვალს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორი საათობრივ მუშაობას მოითხოვს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ანგარიშები უნდა წარადგინოს მთავრობის ყველა დონემ - "უკრენერგოდან“ და მთავრობიდან დაწყებული, რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციებით დამთავრებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები