Logo

“წარმოუდგენელია მოლაპარაკება ვაწარმოოთ ჩვენ და ნიკა მელია იყოს ციხეში”

საზოგადოება
700
Frontnews image description

რუსთავის ნომერ 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილები. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდეს და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან მისი მონაწილეობით გაიმართოს.

"თავისუფლება ნიკა მელიას – ეს არის ჩვენი მთავარი სლოგანი. დღეს ჩამოვედით რუსთავის ციხესთან. ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, მან დროულად უნდა დატოვოს საპყრობილე და ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება პირველი სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება მზად არის მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მოლაპარაკება ვაწარმოოთ ჩვენ და ნიკა მელია იყოს ციხეში", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

თაგები:

Advertisement