
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსთან ჯეიმს ულინთან და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელთან ჯორჯ ჯუზმესკისთან.
სტუმრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით საქართველოში არსებული მდგომარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსმა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელმა არსებული თანამშრომლობის და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსს ჯეიმს ულინს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელს ჯორჯ ჯუზმესკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობა.
თაგები:
შსს
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს