წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კვირეულის ბოლო დღეს უმასპინძლა. სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს - 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეულის ჩატარება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებასა და სოლიდარობას გამოხატავს.
თაგები:
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს