“ცესკოს დაკომპლექტების წესში არსებითად არაფერი იცვლება”

ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს "ერთიანი საქართველოს" წევრს ანზორ ბიწაძეს. ის ხელისუფლების მანიპულაციებზე საუბრობს.
"მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" თითქოსდა დაადასტურა მზაობა ძირეული საარჩევნო რეფორმა ჩატარებულიყო, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად იმ გარემოებას, რომ ცესკოს დაკომპლექტების წესში არსებითად არაფერი იცვლება და ის ცვლილებებიც კი, რომელიც მიღებული იქნება, უბრალოდ ვერ მოესწრება მათი იმპლიმენტაცია საუბნო-საარჩევნო და საოლქო-საარჩევნო კომისიების დონეზე. ასე რომ, ვერანაირი პოზიტიური მოლოდინი მე ვერ მექნება "ქართული ოცნებისგან", განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ირაკლი კობახიძე კურირებს.
მე არ ვიცი, რას ეყრდნობიან ჩემო კოლეგები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: "ოცნება" კვლავ ცდილობს მანიპულირებას. მაგალითად, ამნისტიის კანონის გამოყენება სურს იმისთვის, რომ 20 ივნისის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩამოირეცხოს. ეს განსაკუთრებით ვისთვის არის მნიშვნელოვანი?- კობახიძისთვის, რომლის თანამდებობაც გადაყვა 20 ივნისს. ასე რომ, თავიდან ბოლომდე მანიპულირებაზეა "ქართული ოცნება" ორიენტირებული. ამდენად, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ არის", – აცხადებს ბიწაძე.
თაგები:





