
ავტორი
Front News საქართველო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.
შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.
„როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების ინტერვენციას, ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები, ვისაუბრეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე იმ საარჩევნო პროექტებში რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომელიც უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესში და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად.
ხელვაჩაურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.
თაგები:
ცესკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს